ადვოკატთა კანონზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

5 ივლისი 2018

4 ივლისს, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის და პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფში  წარმოდგენილია როგორც აღამასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრი ადვოკატები. შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მოკლედ მიმოიხილეს წინა სამუშაო ჯგუფის საქმიანობით მიღწეული შედეგები, რომელიც საბოლოოდ ადვოკატთა შესახებ კანონში ცვილებების შეტანით აისახა.  სამუშაო ჯგუფის წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს ზოგიერთი ცვლილება და ასევე გააკრიტიკეს ის დებულებები, რაც მათი აზრით, პროფესიისთვის საზიანო ეფექტის მომტანია.

 

ჯგუფის წევრებმა განსაზღვრეს პრიორიტეტები და გამოკვეთეს ის პრობლემური საკითხები, რაზეც ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონონში სამომავლო ცვლილებების შესატანად ჯგუფის წევრები იმუშავებენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი